ძევერაში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს

თებერვალი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის რაიონ სოფელ ძევერაში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიორიაზე მოკვლევის ჩატარება მისი ადგილმდებარეობის გამო გახდა საჭირო. საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ განაღმვით სამუშაოებს საერთაშორისი ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ ახორციელებს.

 

საქართველოს სამხედრო სამეცნიერო ცენტრის „დელტას“ წარმომადგენლის განმარტებით, განაღმივითი სამუშაოების შესრულება ძევერაში ამ დრომდე გარკვეული ფაქტორების გამო ვერ ხორციელდებოდა. ამ დროის განმავალობაში, ტერიროაზე 2008 წლის ომის შემდგომ დარჩენილი საბრძოლო მასალისგან გაწმენდა მიმდინარეობს.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია “Hallo Trust” ჰუმანიტარულ განაღმით სამუშაოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. საქართველოში აღნიშნული ორგანიზაცია 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფება.  ომიდან ორ წელში ორგანიზაციამ  სამუშაოები დაასრულა, თუმცა ახალი საუკოპაციო საზღვრის გაჩენის შემდეგ, მათი საქმიანობის გაგრძელება ისევ გახდა საჭირო.

Read 2417 times Last modified on Last modified on თებერვალი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი