როგორ "აქტიურობდნენ" 2018 წელს გორელი დეპუტატები პარლამენტში

დეკემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა დეპუტატებმა, რომლებსაც პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ წელს, 112 209 ლარი მიიღეს.

2018 წლის განმავლობაში, გორელი დეპუტატები ყველა პლენარულ და კომიტეტის სხდომას დაესწრნენ, თუმცა არცერთზე საჯაროდ არც კითხვა დაუსვამთ და არც რაიმე ინიციატივა გაუჟღერებიათ. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

იოსებ მაკრახიძე და თენგიზ ხუბულური გასულ წელს მდუმარე დეპუტატების ნუსხაში აღმოჩნდნენ. სიტუაცია არც მიმდინარე წელს შეცვლილა და ისინი მხოლოდ სხდომებზე აქტიურად დამსწრე დეპუტატების სიაში რჩებიან. 

აღსანიშნავია, რომ გორელი დეპუტატები კენჭისყრაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა არცერთ შემთხვევაში, ამა თუ იმ საკითხის განხილვისას, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია ღილაკზე დაჭერით არ დაუფიქსირებიათ.

გორელი დეპუტატების აქტიურობა ასეთია:

- პლენარულ სხდომებზე დასწრება - 

- კომიტეტის სხდომებზე დასწრება - 

- მმართველი გუნდის სასარგებლოდ მხარდაჭერა - ✅

- მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ მხარდაჭერა - 

- შეკითხვის დასმა - 

- აზრის გამოთქმა - 

- ტრიბუნის გამოყენება - 

- ინიციატივის გაჟღერება - 

მიმდინარე წლის მონაცემებით, თენგიზ ხუბულურის ყოველთვიური სარგო 4738 ლარს შეადგენდა, იოსებ მაკრახიძე კი პარლამენტარის ხელფასს თვეში 4 612 ლარის ოდენობით იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში მხოლოდ აქტიური დასწრებით და კენჭისყრაში მმართველი გუნდის სასარგებლოდ მონაწილეობით გამოირჩეოდნენ, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან სულ 112 209 ლარი მიიღეს.

Read 862 times Last modified on Last modified on დეკემბერი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი