Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 16:29

94 დევნილი სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლის

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ 94 სტუდენტს სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა.

 

“ეს არის სტუდენტების ორი კატეგორია, ერთი კატეგორია არის, რომლებიც 2008 წლის ომამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამჟამად არიან დევნილები. მეორე კატეგორია არიან ის სტუდენტები, რომლებმაც ამჟამად, ოკუპაციის პირობებში მიიღეს, ეს ძირითადად ეხება ახალგორის რაიონს. წინა წლებში გრანტის მქონე სტუდენტების რაოდენობა 90-და 123-მდე მერყეობდა“, -ამბობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ცოტნიაშვილი.

სახელმწიფო დევნილი სტუდენტების დაფინანსებისთვის წელიწადში 196650 ლარს დახარჯავს.

Read 987 times