ხვალ გორში ფილმს "ჯიოვანი და წყლის ბალეტი" უჩვენებენ - დასწრება თავისუფალია

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

26 დეკემბერს "არტ კაფეში" ფილმს "ჯიოვანი და წყლის ბალეტი" უჩვენებენ.

დოკუმენტური ფილმის ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. 

ჩვენება პროექტის "ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით " ფარგლებში იმართება. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" აორგანიზებს. 

შერჩეული ფილმი ასტრიდ ბუსინსკის ეკუთვნის. ნამუშევარი გენდერული სტერეოტიპებს, დისკრიმინიაციასა და ადამიანის უფლებებს ეხება.

ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერებაა, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PEOPLE IN NEED . პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, TRANSITION პროგრამის ფარგლებში.

Read 539 times Last modified on Last modified on დეკემბერი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი