ბავშვებისთვის საახალწლო ატრაქციონებს კომბინატში აწყობენ

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალი წლის დღეებში ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები კომბინატის დასახლებაში იფუნქციონირებს.

გორის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის რამაზ შიოშვილის თქმით, ატრაქციონებით სარგებლობა მსურველებს ხვალიდან შეეძლებათ.

"დღეს დავიწყეთ გაშლა და ვფიქრობთ, რომ ხვალიდან ბავშვებს უკვე შეეძლებათ მოსვლა. მსგავსი სივრცე გასულ წელს ქალაქის ცენტრში გვქონდა მოწყობილი, მაგრამ წელს კომბინატში გადავიტანეთ, რადგან გვინდა, რომ ეს დასახლებაც გამოვაცოცხლოთ. ატრაქციონებით სარგებლობა იქნება ფასიანი, თუმცა გარკვეულ ჯგუფებზე გვექნება შეღავათები", - გვითხრა შიოშვილმა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ ვინ ისარგებლებს ამ ატრაქციონებით უფასოდ. წინასწარი მონაცემებით, ასეთი დაახლოებით 2 500 ბავშვი იქნება.

ატრაქციონები კომბინატის დასახლებაში 10 იანვრამდე დარჩება.

saaxalwlo atraqcionebi gori 2019 3

Read 1310 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი