გორის მერი 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კულტურის ცენტრში, დღეს იმ ახალგაზრდებს დააჯილდოებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

ინიციატივა მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელებას, აქტუალური თემებისა და პროექტების წამოწევას, მათ დაგეგმვა-პრეზენტაციას, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, სკოლისა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას და ინიციატივების ხელშეწყობას.

Read 554 times Last modified on Last modified on დეკემბერი 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი