Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 22 დეკემბერი 2018 18:24

"ახალგაზრდობის ილუზია" - სამხატვრო სკოლაში გორელი ფოტოგრაფების გამოფენა მოეწყო

Rate this item
(0 votes)

"ახალგაზრდობის ილუზია" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გორში, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა "გორის ფოტოგრაფთა კლუბის"  12 წევრმა მიიღო. გამოფენილი ნამუშევრები  დოკუმენტური, კონცეპტუალური და ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრიდან არის.

gamofena--1

გორელ ფოტოგრაფთა კოლექტივი 2013 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად 28 ფოტოგრაფს აერთიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქალაქის ცხოვრებაში და მუდმივად აღბეჭდავენ გორის ცხოვრებისეულ და ყოველდღიურ დინამიკას.

gamofena--2

გამოფენაზე მნახველებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ზურა ხომერიკის, ანა ბარჯაძის, გიორგი აბრამიძეს, თამარ შოშიტაშვილის, თინა ციცვიძის, თინა კარელიძეს, ლიკა თომაშვილის, ლუკა ხაბელაშვილის, მიშო ოქროპირიძის, ნიკა სომხიშვილის, ოთო გვრიტიშვილის და კახაბერ ქარელიძის ფოტოები. 

Read 1360 times