Back to Top
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 15:56

საახალწლო ბაზრობა გორში მომავალ შაბათ-კვირას მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თქმით, გორში საახალწლო ბაზრობა მომავალ შაბათ-კვირას, 29-30 დეკემბერს მოეწყობა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბაზრობის გასამართად ახლადრეაბილიტირებული გოგებაშილის ქუჩა შეირჩა, სადაც საახალწლო ნობათი გაიყიდება. 

"ახალი ქუჩის პრეზენტაცია მერე ცალკე მოეწყობა. ახლა უბრალოდ საჩვენებელი ტერიტორია იქნება, რომელიც სწორედ საახალწლო ვაჭრობას დაეთმობა, ორი დღით", - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

გუბერნატორი დღეს მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი 4-თვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. 

Read 2199 times