შინდისის გმირების მემორიალთან ვიდეო-კამერები დამონტაჟდება

დეკემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინდისის გმირების მემორიალთან ვიდეო-კამერების დამონტაჟდება, - განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა. 

გიორგი ხოჯევანიშვილმა ამ საკითხზე დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კამერები იმ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს, რომლებიც მემორიალთან დგანან. 

"ჩვენ გვახსოვს, რომ შინდისში, გმირების მემორიალი 28 სექტემბრის ღამით დაარბიეს. მოგვიანებით გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მემორიალი მოაწესრიგეს. მალევე კი დაზიანებული ქვებიც აღვადგინეთ, თუმცა ამ ფაქტმა დაგვანახა საჭიროება ადგილზე ვიდეო-კამერების დაყენების, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ", - თქვა გუბერნატორმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი 4-თვიანი მუშაობის შედეგებს აფასებს. 

 

 

Read 843 times Last modified on Last modified on დეკემბერი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი