Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 14:16

საბჭოთა სიმბოლიკა გორში - ქალაქში სტალინის დაბადების დღეს ზეიმობენ

Rate this item
(0 votes)

გორში სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავი წითელი დროშებით, ბელადის ფოტოებით და საბჭოთა სიმბოლიკით აღნიშნეს.

ღონისძიების ორგანიზატორები “კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება "სტალინის" წევრები არიან. ისინი ჯერ სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსლელობით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლეს.

simbolika stalini da gori da iuble

ინფორმაციისთვის, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში კანონით აკრძალულია. ამ საკითხს კანონი "თავისუფლების ქარტია" არეგულირებს. 

"ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა", - წერია კანონის პირველივე მუხლში. 

Read 1452 times Last modified on პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 14:45