ევროკავშირი: ტატუნაშვილისა და ბაშარულის საქმეებზე დაუსჯელობა თავიდან უნდა იქნას აცილებული

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში, რიგით 90-ე შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

ისინი მიესალმნენ ყველა მონაწილის მონდომებას, აღედგინათ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები და მათ კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს.

თანათავმჯდომარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის გახმაურებული საქმეებზე. მათ ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის საჭიროებას, ასევე დაუსჯელობის აღმოფხვრას. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო.

ერიკ ჰოგმა წარმოადგინა მოვლენების მოკლე მიმოხილვა და მხარეებს მოუწონა მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენებისკენ ადგილზე არსებული უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირების მიზნით.

მონაწილეებს მათ მოუწოდეს, ცხელი ხაზის მეშვეობით მოეწოდებინათ ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების საქმიანობის, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად ფრენების შესახებ.

თანათავმჯდომარეთა შეფასებით, შეხვედრამ ღია და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა, მონაწილეები კი შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრა 2019 წლის 8 თებერვალს გამართონ.

Read 347 times Last modified on Last modified on დეკემბერი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი