მერის წინასაარჩევნო დაპირება და გორი საცურაო აუზის მოლოდინში
ავტორი: ხატია მუმლაძე
კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს,რომ წინასაარჩევნო დაპირება არ დავიწყებია და გორში საცურაო აუზის გახსნის გეგმაზე ახლაც მუშაობს. თუმცა როდის მოიყვანს მას სისრულეში, ზუსტად არ იცის.
საცურაო აუზის მშენებლობის დაწყებას კონსტანტინე თავზარაშვილი მერობამდე კანდიდატის რანგში აანონსებდა, თუმცა როგორც ამჟამად ამბობს, ამ საკითხის ირგვლივ არსებული დეტალები, როგორიცაა პროექტი, ბიუჯეტი და ა.შ. განხილვის საგნად მერიაში ჯერ არ ქცეულა.
მერის დაპირებას საცურაო აუზთან დაკავშირებით „გორის დარბაზის“ დამფუძვნებლი ეხმაურება. თამაზ მაყაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში გორის ყოფილი საცურაო აუზის ერთერთი მესაკუთრე იყო, ამბობს, რომ ობიექტის აშენების გეგმა, რომელზეც თავზარაშვილი საუბრობს, რეალებას მოკლებული და რთულად განსახორციელებელია.
საცურაო აუზის არსებობას გორელები წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მოთხოვნის მქონე დაწესებულების გახსნის იდეა ,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ შეგნებულად წამოჭრა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა