Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 14:36

გორში, სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან წელს 624 140 ლარი დაიხარჯა

Rate this item
(0 votes)

"ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მომავალ წელს 144 000 ლარით მეტს დახარჯავს", - ამის შესახებ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, დაფინანსების მატება დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობამ და მხარდაჭერამ განაპირობა.

თუ გასულ წელს აღნიშნულ ა(ა)იპ - ის ბიუჯეტი 1 მლნ 712 ათას ლარს შეადგენდა, მომავალი წლისთვის ეს თანხა 1 მლნ 856 ათას ლარამდე გაიზრდება. დამატებითი ფინანსები სააგენტოსთან ერთად მის ბალანსზე არსებულ სპორტულ სკოლებზე გადანაწილდება. 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხელფასისთვის მიმდინარე წელს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ მთლიანად 624 140 ლარი დახარჯა. რაც სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 36%-ს შეადგენს. აქედან, 2018 წელს: 

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციაში ხელფასებისთვის 115 200 ლარი გაიწერა.

  • ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის სპეციალიზებული კრივის სკოლა - 98 340 ლარი
  • გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლა- 46 200 ლარი
  • გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა -5 300 ლარი
  • ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა-39 600 ლარი
  • შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა - 319 500 - ლარი
Read 938 times