სემეკი გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილებაზე 26 დეკემბერს იმსჯელებს

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბერს იმსჯელებს.

შესაბამისად, ცნობილი გახდება, თუ რა ტარიფით გადაიხდიან აბონენტები გადასახადს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

იგეგმება "ყაზტრანსგაზ-თბილისის”, „სოკარ ჯორჯია გაზისა” და "საქორგგაზის” სატარიფო განაცხადების განხილვა.

სემეკ - ში არ აკეთებენ წინასწარ შეფასებას, შეიცვლება თუ არა არსებული ტარიფები.

შეგახსნებთ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში მიიღო. 

ამჟამინდელი ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით, რეგიონებისთვის 56,935 თეთრითაა განსაზღვრული. 

Read 683 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი