IPRM-ის შეხვედრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხი არ განიხილეს

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამთვიანი პაუზის შემდეგ გამართული შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უკომენტაროდ დატოვა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეხვედრის კარავთან მისვლის საშუალება ჟურნალისტებს მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრის ადგილი დატოვეს. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხი, რაც ერგნეთის 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა, დღევანდელ შეხვედრაზე არ დასმულა. განსახილველ 11 საკითხს შორის იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე. შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც საოკუპაციო ზოლში ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.

"განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე არსებული ყველა ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე. ვისაუბრეთ დავით ბაშარულის საქმეზე. კვლავ დავაყენეთ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხი და მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიჩინონ ყურადღება. საუბარი შეეხო უკანონო დაკავების ფაქტებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხი არ ყოფილა დღის წესრიგში. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური აქტი. ამ ფორმატში პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდება. ყოველთვის, როდესაც ეს საკითხი ისმებოდა, ჩვენ ყოველთვის მივუთითებთ, რომ ეს ფორმატი შეხვედრების შექმნილია დეპოლიტიზებული საკითხების განხილვისთვის. ეს არ არის ფორმატი, რომ ვინმემ მიმართოს სპეკულაციას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ბოლო შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს 12 მოქალაქე იყო დაკავებული.

Read 308 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი