გორში საახალწლო კონცერტზე მოწვეული მომღერლებისთვის 7000 ლარია გათვალისწინებული

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ახალი წლის ღამეს გორში ტრადიციული კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლებიც მიიღებენ", - ამის შესახებ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი ქვათაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალებს ათანხმებენ. რამდენიმე დღეში კი სააგენტო პროგრამის საბოლოო ვერსიას გაავრცელებს. 

"ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ 4 მომღერალი მაინც გვეყოლება თბილისიდან მოწვეული. მათ შორის იქნებიან ისეთები, რომლებიც გორელები არიან, მაგრამ სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობენ. ვფიქრობთ 7000 ლარამდე დაგვჭირდება ამ კონცერტისთვის. მომღერლებთან პირდაპირი შესყიდვის წესით გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებას, ნებართვის აღებით. იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის მილოცვა, ფეიერვერკები და საახალწლო კონცერტი გორის ცენტრალური მოედანზე", - აღნიშნა გიორგი ქვათაძემ.

Read 812 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი