Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 15:17

გორში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის თანხა 20 ლარით გაიზარდა

Rate this item
(0 votes)

გორში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფის თანხა 100 ლარამდე გაიზარდა.

შესაბამისი დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მიიღო. 

ბინის ქირით უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა. 

ამ დადგენილების მიღებამდე, ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის ქირით უზრუნველყოფის თანხა 80 ლარს შეადგენდა.

ამავე თემაზე: ენმ: სოციალურად დაუცველებისათვის ბინის ქირის თანხა 70 ლარით უნდა გაიზარდოს

Read 987 times