გენინსპექციამ გორის პოლიციის 2 თანამშრომელი საყვედურით დასაჯა

დეკემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გორის რაიონის სამმართველოს ორ თანამშრომელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა", - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, გენერალურმა ინსპექციამ ორ შემთხვევაში გამოიყენა დისციპლინური სანქცია. 

ორივე შემთხვევაში პოლიციელებს საყვედური გამოეცხადათ: - ერთს საყვედური, ხოლო მეორეს სასტიკი საყვედური.

Read 927 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი