სამსახურიდან გათავისუფლების კანდიდატი დირექტორები გორის მერიაში დაიბარეს

თებერვალი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 15-მდე ხელმძღვანელი დღეს მერიაში დაიბარეს. რადიო ,,მოიზაიკას“ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილისაგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ გორის მერის მოადგილე და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ დირექტორებს ხვდებოდნენ, რომლების გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას. თუმცა, ინფორმაცია არც ეკატერინე სუხიშვილმა და ლია კოვზიაშვილმა დაადასტურეს და ბაღების დირექტორებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს.


შეხვედრაზე შესვლადმდე ხელმძღვანელები მღელვარებას ვერ მალავდნენ. მას შემდეგ კი, რაც თათბირი დასრულდა, მათ განაცხადეს, რომ მერიის წარმომადგენლებთან იმ სტანდარტებზე ისაუბრეს, რომლების დანერგვასაც სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონი ავალდებულებთ.


ბაღების დირექტორებთან ერთად შეხვედრას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების ხელმძღვანელები ორგანიზაციის წევრები არიან, თავმჯდომარემ მათ გვერდით დგომა აუცილებლად მიიჩნია და შეხვედრაზე მივიდა. ნათია გაბროშვილი განმარტავს, რომ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ბაღების დირექტორებს ბაკალავრის ხარისხის დიპლომის ქონას არ ავალდებულებს. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს, რომ გოგებაშვილის სახელობის დიპლომით, ადამიანებმა ამ თანამდებობაზე მუშაობა ისევ გააგრძელონ. პროფკავშირი, ამ სასწავლებლის დიპლომის მფლობელებს, ხარისხის დასადასტურებლად, აკრედიტაციის ცენტრის ხარჯების დაფარვაშიც გაუწევს დახმარებას.


შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა არც გორის მერის მოადგილე განათლების სფეროში და არც ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი, თუმცა, ,,მოზაიკამ“ მათი ჩაწერა მაინც შეძლო. ეკა სუხიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის არ ყოფილა. არც ვინმეს გათავისუფლების საკითხი დაუყენებიათ დღის წესრიგში. მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ბაღის გამგეები, მერიის წარმომადგენლები, იურისტები და საკრებულოს წევრები ერთიანდებიან და დღეს, სწორედ ასეთი რიგითი თათბირი იყო. ეკა სუხიშვილმა განაცხადა, რომ დროა აქცენტი გაკეთდეს მომავალ თაობაზე, რომ მაღალი შეგნებისა და მორალის ადამიანები გაიზარდონ, რომლებიც ქვეყნის შენების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.


ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოპვზიაშვილის განმარტებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლების კანონში ცვლილებამ, ახალი სტანდარტებისა და რეგულაციების შემოტანა განაპირობა. თავისთავად გაიზარდა მოთხოვნები კვალიფიკაციის მხრივ. ახლადჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი კი, ცდილობს შეიმუშაოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც კანონთან შესაბამისობაში მოვა.


შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილის სახელობის დიპლომების თემა დღის წესრიგში გასულ კვირას დადგა. ამ დიპლომით, ხელმძღვანელ პოზიციაზე 17 ადამიანი მუშაობს, რომლებსაც შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩენა მოუწიოს.

 

Read 6184 times Last modified on Last modified on თებერვალი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი