ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მაია ოთინაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

დეკემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

11-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან ორი თვის წინ გათავისუფლებული მაია ოთინაშვილი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ის ვერეხვების დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობს, რადგან მისი არასრულწლოვანი შვილები ქალაქში სწავლობენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დავალიანების გამო, მას გაზი ჩაუჭრეს და შეღავათის გაკეთებაზე უარი უთხრეს.

"მოვიდნენ "გორი-გაზის" წარმომადგენლები და ჩამიჭრეს გაზი. ვთხოვე ჩემი ქმრის ხელფასამდე დრო მოეცათ, მაგრამ უარი განმიცხადეს. 10 დღეა ჯერ, რაც ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო, სხვა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და რითი გადავიხადო. ეს კოტეჯი 3 წლის წინ ვიყიდეთ და გვეუბნებოდნენ, რომ ამ დასახლებაში მაცხოვრებლებზე კომუნალური შეღავათები მოქმედებსო და არ ვიხდიდით მოხმარებული გაზის საფასურს, არც არავის შევუწუხებივარ ამ დრომდე. ახლა მეუბნებიან, რომ 1500 ლარს შეადგენს დაგროვებული დავალიანება და თანხის გადახდამდე გაზს არ ჩამირთავენ. ვსხედვართ ასე, სიცივეში და არ ვიცით, რა ვქნათ, ან ვის მივმართოთ დასახმარებლად", -აცხადებს მაია ოთინაშვილი.

რადიო "მოზაიკა" "გორი-გაზის" წარმომადგენელს დაუკავშირდა, გიგა გრიგალაშვილის განმარტებით, გასული თვის დავალიანება აუცილებლად უნდა დაფარონ. რაც შეეხება დარჩენილ თანხას, მისი გადანაწილება და ამ მხრივ შეღავათის გაწევა აბონენტზე შესაძლებელია.

მაია ოთინაშვილი ამბობს, რომ არც გასულ თვეს მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანების გადახდა არ შეუძლია და ხელისუფლებას "გორი-გაზთან" შუამავლობას სთხოვს. 

Read 1078 times Last modified on Last modified on დეკემბერი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი