Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 13:22

დემოკრატიის სკოლის მსმენელებმა კონფლიქტებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები განიხილეს

Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებისთვის ლექცია დუბლინის უნივერსიტეტის დოქტორმა ანა წურწუმიამ წაიკითხა. განსახილველი თემა კონფლიქტები იყო

მსმენელებმა ინფორმაცია იმ იმ კვლევის შესახებ მიიღეს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რეინტეგრაციის და არაღიარების პოლიტიკას ეხება. სადისკუსიო თემა საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაგალითზე იყო განხილული.

NIMD ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას დემოკრატიის განათლების სფეროში და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას, აქტიური მოქალაქეებისათვის ეფექტური საგანმანათლებლო პლატფორმის შესაქმნელად. პროგრამის მონაწილეები დაეუფლებიან დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, გაიღრმავებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ უნარებს საკუთარი იდეების რეალობაში განსახორციელებლად.

 

 

Read 1725 times Last modified on სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 17:21