11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დეკემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მთის სტატუსით, მერის ინფორმაციით, 52 სოფელი და 5000-მდე მოქალაქე სარგებლობს.

წლის ბოლოსთვის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ეს მონაცემები ზოგიერთი სოფლის მოთხოვნის მიუხედავად აღარ შეცვლილა. 

"არის სოფლები, რომლის მოსახლეობაც თვლის, რომ ეს სტატუსი ეკუთვნით, თუმცა არსებობს კრიტერიუმები და მოთხოვნები, რასაც ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად დაწესებული შეღავათებითაც ვერ ისარგებლებენ."-აცხადებს გორის მერი.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას კიდევ 37 სოფელი დაემატა. მათ შორის შიდა ქართლის რეგიონში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი. 8 სოფელი კი გორის მუნიციპალიტეტში - ოლოზი, იკვნევი, ხანდისი და ზემო ქსოვრისი (ატენის ადმინისტრაციული ერთეული), კარბი (მერეთის ადმინისტრაციული ერთეული), თერგვისი (ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული), ველები (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული), ქვემო ნიქოზი (ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული);

მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული მთავრობის პოლიტიკა გულისხმობს ქვეყნის რეგიონული განვითარებას, რომელიც მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ - ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალ მთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. მთის კანონი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრას, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით , მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით , მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

კანონის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დაწესდა რიგი სოციალური შეღავათები.

"აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. გაძლიერდება მთა და შეჩერდება მიგრაცია, რადგან მაღალმთიან რეგიონებში შემავალი სოფლები, დღეისთვის მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად დაცლილია", - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ პირველად 1999 წელს მიიღეს. კანონმა ფუნქციონირება 2009 წელს შეწყვიტა.

Read 487 times Last modified on Last modified on დეკემბერი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი