ვერხვების დასახლებაში ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ იმსჯელებენ

დეკემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის მოწვევით ხვალ 15:00 საათზე ვერხვების დევნილთა დასახლებას ესტუმრება და ადგილობრივ ქალებსა და გოგონებს ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ ესაუბრება.

ეს იქნება ბოლო შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც მაისიდან ამ დრომდე გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს. მისი წარმომადგენლის, მარიამ თედლიაშვილის განმარტებით, ხვალინდელი დისკუსია ქალთა უფლებებს, ადევნებას, სექსუალურ შევიწროვებას და ძალადობის სხვა დაფარულ ფორმებს შეეხება. 

"ვფიქრობთ, ეს თემა მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის და ასევე მათი მშობლებისთვის, განსაკუთრებით კი დედებისთვის. ამ საკითხზე საუბარს, როგორც წესი, ოჯახში ერიდებიან. რეალურად კი აუცილებელია გოგონებსა და ქალებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და ძალადობის თავიდან აცილების საშუალებებთან დაკავშირებით. ჩვენი ტრენინგების ციკლი სწორედ ამას ისახავდა მიზნად და ვიმედოვნებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ ამ თემებზე უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, ვიდრე ჰქონდათ მანამდე", - ამბობს მარიამ თედლიაშვილი.

ვერხვების დასახლების სათემო ცენტრში ხვალ დაგეგმილ შეხვედრას დევნილი გოგონებისა და ქალების გარდა საქართველოს მოხალისეთა რეგიონული ჯგუფიც დაესწრება. შეხვედრაზე დასწრების სურვილი შვილებთან ერთად გამოთქვა ასევე მაია ოთინაშვილმა, რომელმაც ცხინვალის ციხეში 11 დღე გაატარა.

კვირის ბოლოს კი დაგეგმილია პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც ორგანიზატორები 6 თვიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და ადგილობრივი აქტიური ქალების მოკლე ისტორიებით 2019 წლის კალენდარს გაავრცელებენ.

Read 1359 times Last modified on Last modified on დეკემბერი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი