Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 10:40

გორის N 1 საბავშვო ბაღს ახალი დირექტორი ჰყავს

Rate this item
(0 votes)

ლალი ბაიაძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ გორის პირველ საბავშვო ბაღს თინათინ ალავიძე უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა. ლია კოვზიაშვილის განმარტებით, საჯაროდ ვაკანსია არ გამოცხადებულა, თუმცა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მათ სააგენტოში ამ დრომდე მხოლოდ ერთი პრეტენდენტის განცხადება შევიდა და ეს კადრი, კი როგორც კოვზიაშვილი აცხადებს, სააგენტოსთვის მისაღები აღმოჩნდა. 

"თინათინ ალავიძე გამოირჩევა შესაბამისი გამოცდილებით. მისი CV ჩვენთვის მისაღები იყო და დავნიშნეთ პირველი საბავშვო ბაღის დირექტორად. აქვს ნამუშევარი საბავშვო ბაღში, სკოლაში, ლიცეუმში, ინკლუზიურ ბავშვებთან ს.ს. "ბილიკშიც" აქვს ნამუშევარი, სასკოლო მზაობის ცენტრშიც უმუშავია. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ვაკანტური იყო ეს ადგილი, კონკურსი არ გამოცხადებულა, შემოვიდა მხოლოდ ერთი განცხადება, შევისწავლეთ და მისაღები იყო და დავნიშნეთ. ამ პროცესში მერის რეკომენდაცია არ ყოფილა", -  აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

Read 2832 times Last modified on პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 10:44