შსს: დაუდგენელია, "ახალბაღის" ტერიტორიაზე ნაპოვნი ფრაგმენტები ადამიანის ძვლისაა თუ არა

დეკემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ახალბაღში" სამძებრო სამუშაოები გრძელდება - ძიება კვლავ მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს, თუმცა შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის თუ არა. 

შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები "ახალბაღში" 17 ნოემბერს შეწყდა და 3 დეკემბერს განახლდა. მაშინ პოლიციამ მონიშნულ ტერიტორიას სკანირება ჩაუტარა. ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძიება მისი შედეგების მიხედვით განახლდებოდა. 

16 ნოემბრის შემდეგ "ახალ ბაღში" დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. აღნიშნულ პერიმეტრზე პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. 

 

Read 1789 times Last modified on Last modified on დეკემბერი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი