Print this page

სახელმწიფო დევნილ ოჯახებს იპოთეკური სესხის დაფარვაში დაეხმარება

თებერვალი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი, ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას," - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1TV-ი ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარია. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს, გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

Read 1408 times