გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 543 წყვილი დაქორწინდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ქორწინების 543 და 262 განქორწინების ფაქტი დარეგისტრირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ბოლო 5 წელიწადში საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს განქორწინების 10 222 ფაქტია რეგისტრირებული, ხოლო ქორწინების 23 687.