ბიდისი აკადემია: ჩვენი პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური პედაგოგები და საერთაშორისო სტანდარტი 

დეკემბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩვენი  პრიორიტეტია  ინტერაქტიული სწავლება  , მაღალკვალიფიციური პედაგოგები, საერთაშორისო სტანდარტები.

"ბიდისი" აკადემიის მისია, მიზნები და ამოცანები ;

აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირებული იქნება არამხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.

აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ არამხოლოდ თავისი საქმის მაღალ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას - გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი.

დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად, აკადემიის ამოცანებია:

  • ა) საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება;
  • ბ) საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გ) მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის, მოწვეული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა;
  • დ) აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით;
  • ე) აკადემიის თანამშრომელთა (როგორც ადმინისტრაციის, ასევე აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და მოწვეული ლექტორების) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ვ) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში;
  • ზ) სწავლებისა და აღზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა;
  • თ) აკადემიის სტუდენტების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა;
  • ი) შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა;
  • კ) სტუდენტთა და პოტენციურ დამსაქმებელთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ლ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • მ) სტუდენტთა საერთაშორისო მობილობისათვის მაქსიმალურად ხელშეწყობა;
  • ნ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება
  • ო) აკადემიის სტუდენტებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება;
  • პ) უცხოელი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენი დევიზია: “Be Different Candidate - გახდი წარმატებული კანდიდატი!“

სტუდენტებთან გვაკავშირებს  12  წლიანი გამოცდილება.

ტრენინგების დამთავრების  შემდეგ ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კომპეტენტური რჩევები  და  რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხების შესახებ. აკადემია  თანამშრომლობს წლების  განმავლობაში დამსაქმებელ კომპანიებთან   რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მსმენელთა  დასაქმებას.

აკადემიაში  მიმდინარეობს როგორც  მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები  თანახმად  გრძელვადიანი სადიპლომო პროგრამები ,

სწავლის დაწყების მსურველს  შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლოს  შემდეგი პროგრამები:

  • კომპიუტერის საოფისე პროგრამები: (Windows XP, Ms Windows 2007, Ms Excel 2007, Internet, E-mail), Power Point, Potho Shop, Page Maker. Access - მონაცემთა ბაზების პროგრამა, 
  • მარკეტინგ მენეჯმენტი და პიარ მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება.
  • საბანკო საქმე . სტაჟირება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და  ბანკებში.
  • ფარმაცევტების მომზადება სტაჟირებით წამყვან აფთიაქებში.საექთნო საქმე  სტაჟირებით კლინიკებში.კოსმეტოლოგია , სკოლამდელი აღზრდა.
  • ბუღალტერიის შესწავლა ნულიდან, თეორიული და პრაქტიკული კურსი + საგადასახადო საქმე . შემდგომი სტაჟირება საბუღალტრო ორგანიზაციაში.საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
  • ოფისის მენეჯერი + უფასო ერთთვიანი სტაჟირებით.
  • მოლარე-ოპერატორი +პრაქტიკა RS.GE-ის პროგრამაში. 
  • კულინარია. სტაჟირება წამყვან რესტორნებში.
  • ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტი .სტაჟირებით  ტურისტულ ორგანიზაციებსა და  რესტორნებში.
  • უცხო ენები, ინგლისური რუსული გერმანული ენა.
  • ტელე რადიო ჟურნალისტიკა.მეტყველება. PR.საზოგადოებასთან ურთიერთობა.
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი.
  • ოპერაციული სისტემები
  • ინფორმაციული უსაფრთხოება
  • IT ქსელი
  • Oracle
  • მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი
  • Cisco IT Essentials
  • CISCO CCNA
  • პროექტის მართვა
  • არქიტექტურა დიზაინი.
  • ტექნიკური ინგლისური.
  • კომპიუტერული სისტემები და ქსელები.

აკადემიის  წარმატებული რეორგანიზაციის შედეგად გაფართოვდა ქსელი, გაიხსნა ფილიალები, მათ შორის გორის  ფილიალი უკვე წლებია წარმატებით მუშაობს რაზეც   კურსდამთავრებულთა  დასაქმების  პროცენტულობა  მეტყველებს.

დამყარდა კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ამუშავდა გაცვლითი პროგრამები, გაღრმავდა ურთიერთ–თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და წამყვან ბიზნეს წრეებთან.

"ბი დი სი" აკადემიის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას განათლებაში და უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. სწავლების მაღალი დონე და ლექტორთა  კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს.

აკადემია ატარებს სხვა და სახვა სახის საქველმოქმედო აქციებს. ხელს უწყობს სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს მათთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

სწავლება მიმდინარეობს ღია და კორპორატიულ ფორმატში. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი პროგრამები შესაძლებელია ადაპტირებულ იქნას მიმდინარეობის კონკრეტული საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად.

"ბიდისი აკადემია" სთავაზობს მსმენელებს მაღალი დონის განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

ასაკი შეზღუდული არ არის.

მიღება წარმოებს როგორს დღის, ასევე საღამოს საათებში.

გაიცემა სერტიფიკატი მოკლე ვადიანი პროგრამის შემთხვევაში, ხოლო გრძელვადიანი  სწავლის შემთხვევაში პროფესიული დიპლომი და სარეკომენდაციო წერილი.

თანხის გადახდა  შესაძლებელია   ეტაპობრივად.

დაგვიკავშირდით. თბილისი  აღმაშენებლის  172.

ტელ:  593 000 684 / 5(93) 25-25-08     e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

bdc-academy.ge

 გორი, გარსევანიშვილის 3.

"ბიდისი" აკადემიის  დამფუძნებელი: დირექტორი ნათია შათირიშვილი .

Read 728 times Last modified on Last modified on დეკემბერი 03 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი