Back to Top
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 14:04

გორის საოლქო-საარჩევნო კომისიას ორი საჩივრით მიმართეს

Rate this item
(0 votes)

"#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი"-ს დამკვირვებელმა ბერბუკის #32-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საჩივარი დაწერა. საჩივარი საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ეხება. 

მეორე საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კარალეთის დევნილთა დასახლებაში, #100 საარჩევნო უბანზე, მარკირების პროცესთან დაკავშირებით დაიწერა. საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს მარკირება აღმოაჩნდა, მაგრამ ხმის უფლება მაინც მისცეს. 

გორის საოლქო - საარჩევნო კომისიას საჩივრების განსახილველად ორ დღიანი ვადა აქვს.

Read 654 times