გორის ოლქში ზურაბიშვილმა ვაშაძეს 15 960 ხმით მოუგო

ნოემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გორის 32-ე ოლქში შემავალი 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია.

ცესკოს მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხმების 61.99% მოიპოვა (41 246 ხმა), ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 38.01% მიიღო (25 286 ხმა).

რაც შეეხება პირველი და ტურის შედეგებს შორის სხვაობას, უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 28 ოქტომბერს გორის ოლქში 20994 ხმა, 28 ნოემბერს კი 4292 ხმით მეტი მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი პირველ ტურში 17 099 ხმა მიიღო, მეორე ტურში კი 24 147 ხმით მეტი დააგროვა და სულ 41 246 ხმა მიიღო. თუ პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 3 895 ხმით მოუგო, მეორე ტურში ვითარება შეიცვალა და უპირატესობა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოიპოვა. სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს 15 960 ხმით მოუგო.

ცვლილება შეეხო ამომრჩევლის აქტივობასაც. თუ პირველ ტურში გორის მუნიციპალიტეტში ელექტორატის რაოდენობა 111 623 -ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის ეს რიცხვი 307-ით გაიზარდა და 111930 შეადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, მატება ძირითადად იმ ადამიანების რეგისტრაციამ გამოიწვია, რომლებსაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ. 28 ოქტომბერს მონაწილეობა ამომრჩევლების 45,58%-მა მიიღო, მეორე ტურის აქტივობის მიხედვით კი ეს მონაცემი 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 ნოემბერს ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე 69 309 ამომრჩეველი მივიდა.

Read 339 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი