Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 12:47

ვაშაძემ გორში არჩევნები მხოლოდ ორ უბანზე მოიგო

Rate this item
(0 votes)

"გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზდენტობის კანდიდატმა არჩევნები გორში მხოლოდ ორ უბანზე მოიგო.

გრიგოლ ვაშაძემ გორის #32 ოლქის #22 საარჩევნო უბანზე მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს - 26 ხმით, ხოლო #96 საარჩევნო უბანზე 2 ხმით აჯობა. ორივე საარჩევნო უბანი გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. 

გორში სულ 32 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მათგან 31-ში ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

მონაცემები საგრძნობლად შეცვლილია პირველ ტურთან შედარებით - 28 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს გორის 6 დასახლებიდან, არჩევნები 5-ში მოუგო.

ამავე თემაზე: დასახლებები გორში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო

პირველ ტურთან შედარებით გაზრდილი იყო ამომრჩეველთა აქტივობაც - 29 ნოემბერს არჩევნებზე 16%-ით მეტი ადამიანი მივიდა.

Read 1135 times Last modified on ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 13:00