სვენეთში, ზურაბიშვილმა I ტურში - 80, II ტურში კი 399 ხმა მიიღო
არჩევნების მეორე ტურში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში სალომე ზურაბიშვილმა 118 ხმით გაიმარჯვა.
გორის ოლქის #97 საარჩევნო უბანზე დღეს 700 ამომრჩეველი მივიდა. მათგან "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარი 399-მა დაუჭირა.
მონაცემები საგრძნობლად შეცვლილია პირველ ტურთან შედარებით - მაშინ საარჩევნო უბანზე 444 ამომრჩეველი მივიდა და მათგან სალომე ზურაბიშვილს ხმა 80-მა მისცა. პირველ ტურში, სოფელ სვენეთში "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 265 ხმა მიიღო.