Back to Top
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 23:30

გუბერნატორი: ზურაბიშვილის საქმიანობა გარდამტეხი იქნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

გუბერნატორი ფიქრობს, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საქმიანობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარდატეხას შეიტანს.

"ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა, რომლის საქმიანობაც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლობა ვუთხრა რეგიონის მოსახლეობას, რომელმაც სრულად გაიაზრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაღალი აქტივობა აჩვენა.

ჩვენ გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ რეგიონის განვითარებაზე მორგებული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი მოსახლეობის სტაბილურობის, სიმშვიდისა და ევროპული ფასეულობების გარანტი იქნება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა

Read 728 times