Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 22:13

არაშენდაში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

გორის ოლქის #42 საარჩევნო უბანზე სულ 320 ამომრჩეველი მივიდა. მათგან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა 150-მა, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 168-მ მისცა. 

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე სულ 486 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ უბანზე, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პირველ ტურში 99 ხმით აჯობა.  

Read 1225 times Last modified on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 22:21