Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 21:59

შავშვებში ზურაბიშვილმა ვაშაძეს მეორე ტურშიც აჯობა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა 448 ხმით მოიგო. 

გორის ოლქის #69 საარჩევნო უბანზე დღეს 727 ამომრჩეველი მივიდა. მათგან მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა - 448-მ, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს 448-მ მისცა. 

აღნიშნულ უბანზე სულ 1180 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

ინფორმაციისთვის, სოფელ შავშვებში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურშიც აჯობა - მაშინ აღნიშნულ უბანზე სულ 636 ამომრჩეველი მივიდა. მათგან 235-მა მხარი ვაშაძეს, ხოლო 272-მა ზურაბიშვილს დაუჭირა. 

 

Read 922 times