Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 16:31

ოპოზიცია: ჩვენი დამკვირვებლის ავტომობილს ნომერი მოხსნეს

Rate this item
(0 votes)

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ დამკვირვებელს, გორის 22 საარჩევნო უბანთან, მანქანის სანომრე ნიშანი მოპარეს.

მათივე თქმით, მომხდარის შესახებ აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"მანქანის უკანა ნომერი არის მოპარული. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ხელი შეგვეშალოს გადაადგილებაში. ნომრის გარეშე მანქანას ვერ ატარებ, პატრული გაგაჩერებს. ახლა, ეს მოიფიქრეს, რომ ყველანაირად შეგვიშალონ ხელი", - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, კახა ლობჟანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთას ამინისტროში აცხადებენ, რომ გორის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაიწყო.

Read 949 times Last modified on ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 18:33