Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 14:49

გორის მერი: ჩემი თანამშრომლები მანქანებში ისხდებიან თუ უბნებთან იდგებიან, მათი ნებაა

Rate this item
(0 votes)

"არის ძალიან დიდი აქტივობა, რაც ძალიან სასიხარულოა და დარწმუნებული ვარ, ასე წყნარად ჩაივლის დღის ბოლომდე საარჩევნო პროცესი", - გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ემზადება. ამბობს, რომ არჩევანის გასაკეთებლად ოჯახის წევრებთან ერთად მიდის. კოტე თავზარაშვილი კომენტარს მერის წარმომადგენლების საარჩევნო უბნებთან ყოფნის ფაქტებზეც აკეთებს და აცხადებს, რომ არასამუშაო დღეს თანამშრომლებს აქვთ უფლება სადაც უნდათ, იქ გაატარონ დღე.

" მივდივარ უბანზე და არჩევანს წარმატებული მომავლის სასარგებლოდ გავაკეთებ. რაც შეეხება საარჩევნო უბნებთან ჩემი წარმომადგენლების ყოფნას, გეტყვით, რომ დღეს რადგან დასვენების დღეა, ყველას აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოესურვება და რამდენი ხანიც უნდა. მანქანებში რომ სხედან, შესაძლოა აკვირდებიან ვინ მივა არჩევნებზე და ვინ არა. ამაში კანონდარღვევა არაფერია", - აცხადებს გორის მერი.

Read 1303 times