ოპოზიცია "ქართული ოცნების" აგიტატორთა სიებს ასაჯაროებს (ფოტო)

ნოემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოპოზიცია საარჩევნო უბანთან მობილიზებული აგიტატორებისთვის წართმეულ სიებს ასაჯაროებს. 

ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ გარეჯვარში, #50 საარჩევნო უბანთან მას შემდეგ მივიდა, რაც მას ამომრჩევლები მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ადგილზე  "ქართული ოცნების" აგიტატორები სიებით იყვნენ მობილიზებულები.  როგორც "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადეგენლმა გვითხრა, ის ადგილზე ჩავიდა და თავად ნახა, რომ აგიტატორები უბანთან მდებარე შენობაში იყვნენ შეკრებილები და ამომრჩევლებს ინდივიდუალურად ესაუბრებოდნენ. 

"შევედით ამ შენობაში ვიდეო-კამერებით. ჩვენ დანახვაზე აგიტატორები დაიშლანენ, დატოვეს ტერიტორია და სიები, რომლებიც ხელში ეკავათ, შევამჩნიე, რომ იქვე გადამალეს. მივედი იმ ადგილას და ვნახე, რომ თითო გვერდზე 20 ადამიანის მონაცემები ჰქონდათ ჩამოწერილი. ჩვენთვის უცნობია, ადგილზე მისულ ამომრჩეველს რის სანაცვლოდ აწერინებდნენ ხელს ამ სიებზე და რის შემდეგ სვამდნენ "პლუსს" ამომრჩევლის გასწვრივ", - გვითხრა ჯაბახიძემ. 

sia 2 jabaxidzee

sia 3 jabaxidze

Read 724 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი