Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 13:07

კოვზიაშვილი: ბაღებში ფულის აგროვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა

Rate this item
(0 votes)

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ მე-4 საბავშვო ბაღში მშობლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჭერის შესაკეთებლად თანხის აგროვება სთხოვეს, არასწორია.

მისი თქმით, ინფორმაცია ბაღის დირექტორთან გადაამოწმა.

“ვესაუბრე ბაღის დირექტორს და ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ბაღში ადგილი არ ჰქონია. ვის მოაფიქრდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ეს არის ცილისწამება, იმიტომ, რომ ახლა არც დრო არის იმისი, რომ ჭერის შესაკეთებლად ფული შეგროვდეს და არც შეიძლება. ყველა მშობელს ვთხოვ, რომ თუკი მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, მე ჩამაყენონ საქმის კურსში, რადგან მე ვარ მენეჯერი და ვუკრძალავ ფულის შეგროვებას საბავშვო ბაღებში. თუკი მსგავს ფაქტს მაინც გავიგებ დადასტურებულად, მაშინ ვიღაცას შეიძლება სამსახურის დატოვება მოუწიოს“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

მე-4 საბავშვო ბაღში ჭერის შესაკეთებლად ფულის აგროვების შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“ აღსაზრდელების მშობლებმა მიაწოდეს.

Read 1374 times