Print this page
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:06

პატარა ფეხბურთელებმა სოციალური მაცივარი პროდუქტებით გაავსეს

Rate this item
(0 votes)

ბავშვთა საფეხბურთო გუნდის "გორი 2010" პატარა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა სოციალური მაცივარი სასურსათო პროდუქტებით გაავსეს. 

საქველმოქმედო აქცია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მწვრთნელების, იულონ ხუჯოშვილის და გიორგი წკრიალაშვილის ინიციტივით მოეწყო. 

"ჩვენ 2012 წლიდან ვაწყობთ ასეთ საქველმედო აქციებს. არა მარტო გიორგობას, არამედ სხვა დღესასწაულებზეც. მგონია, რომ ეს ბაშვების სულიერი აღზრდისთვის მნიშვნელოვანია", - გვითხრა წკრიალაშვილმა. 

დღევანდელ საქველმოქმედო აქციაში  გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის 25-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

pawuka fexburtelukebi

 

 

Read 938 times