პატარა ფეხბურთელებმა სოციალური მაცივარი პროდუქტებით გაავსეს
ბავშვთა საფეხბურთო გუნდის "გორი 2010" პატარა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა სოციალური მაცივარი სასურსათო პროდუქტებით გაავსეს.
საქველმოქმედო აქცია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მწვრთნელების, იულონ ხუჯოშვილის და გიორგი წკრიალაშვილის ინიციტივით მოეწყო.
"ჩვენ 2012 წლიდან ვაწყობთ ასეთ საქველმედო აქციებს. არა მარტო გიორგობას, არამედ სხვა დღესასწაულებზეც. მგონია, რომ ეს ბაშვების სულიერი აღზრდისთვის მნიშვნელოვანია", - გვითხრა წკრიალაშვილმა.
დღევანდელ საქველმოქმედო აქციაში გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის 25-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა