Back to Top
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 16:56

მშობლები: საბავშვო ბაღში ჭერის შესაკეთებლად თანხა მოგვთხოვეს

Rate this item
(0 votes)

გორის მე-4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილს თანხას აგროვებინებენ, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" რამდენიმე მშობელმა მიაწოდა.

მათი განმარტებით, ბაღში უთხრეს, რომ ჭერია შესაკეთებელი, რისთვისაც 3-3 ლარი უნდა მიიტანონ. 

"გვითხრეს, რომ ჭერია შესაკეთებელი და 3-3 ლარი უნდა შევაგროვოთ. შეიძლება 3 ლარი ვინმესთვის დიდი თანხა არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის ერთი დღის პურის ფულია. ვიცით, რომ საბავშვო ბაღებში ფულის აგროვების ტენდენცია აიკრძალა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცეები მაინც ცდილობენ, რომ ბიუჯეტიდან მოკლებას ამ ბავშვების ოჯახებს მოაკლონ თანხა და ისე მოაგვარონ პრობლემები", - განმარტავენ მშობლები.

Read 849 times Last modified on პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:00