Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018 11:51

ენმ: 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამის ნაცვლად ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, გორის 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლის დოკუმენტისგან არ განსხვავდება.

დეპუტატის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა.

“ჩვენ შენიშვნები გვქონდა სოციალურ პროგრამასთან, რადგან ამ მიმართულებით ბიუჯეტი არ არის გამჭირვალე, მუხლები არ არის ჩაშლილი და არ წერია კონკრეტულად, რა თანხა რაში იხარჯება. ჩვენ შევიტანეთ ინიციატივა, რომ მომხდარიყო ამ მუხლების განმარტება. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს მამუკა ფანიაშვილის ინიციატივა, რომ ახალი ბიუჯეტის ფარგლებში ქალაქისთვის შეიძენდნენ მუნიციპალურ ტრანსპორტს, მაგრამ ამ ბიუჯეტში ერთი ავტობუსიც არ არის გათვალისწინებული. ანუ გამოდის, რომ “ქართული ოცნება“ წინა წლის ბიუჯეტის გადაწერას აკეთებს. ასევე არ გაითვალისწინეს, ჩვენი ინიციატივა, იმ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც აქვს მოსახლეობას, ბინის ქირის თანხა 80 ლარიდან 150 ლარამდე გაზრდილიყო, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა შენიშვნა“, - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

Read 1115 times