ხაინდრავა: ქალბატონს არ დავაჩაგვრინებთ ომის დროს გაქცეულ ლაჩრებს

ნოემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თეატრში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის "მე ვიცავ თავისუფლებას" წარმომადგენელმა, გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილისკენ მიმართულ იმ კამპანიაზე ისაუბრა, რომელსაც სათავეში, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უდგას.

როგორც ხაინდრავა ამბობს, სააკაშვილს ტვირთად 150 დაკარგული სოფელი, დევნილად ქცეული ოჯახების და ჩადენილი დანაშაულებების საქმეები აწევს, რაზეც პასუხი უნდა აგოს. 

"ამდენი დანაშაული სააკაშვილის კისერზეა და ცდილობენ, ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ. მაგრამ, არ გამოუვათ ეს სიცრუე. ამის დასტური დღეს ხალხით სავსე დარბაზი იყო. საქართველო ღირსეული ქალებისა და კაცების ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ყოველთვის ქალის კულტი იყო და დღეს ის ლაჩრები, რომლებიც ომის დროს გარბოდნენ და უკვე წითელ ხიდთან იყვნენ, ჯარისკაცებს და მიცვალებულებს რომ ტოვებდნენ, დღეს მოიხელთეს ქალბატონი და მას უტევენ. მაგრამ არ გამოუვათ, ჩვენ აქ არ დავაჩაგვრინებთ ქალბატონს და საქართველოს პრეზიდენტი გახდება ღირსეული სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ თეატრში გამართული შეხვედრის დასასრულს.

Read 947 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი