ბიბილოვი: სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა

ნოემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"თუ საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სამხრეთ ოსეთის სირიის მიერ აღიარება იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი სირიაში“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, დამასკოსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობას კარგი პერსპექტივებია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თანამშრომლობა საჭიროა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია სირიის მეშვეობით ისეთ ქვეყნებზე გასვლაზე, როგორიც არის ირანი და ერაყი. მიუხედავად სანქციებისა, სირიას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელიც მას მხარს უჭერს. ეს სამხრეთ ოსეთისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ ამ ქვეყნებზე გავიდეს“, - დასძინა მან.

Read 1019 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი