გორში, სპორტკომპლექსის გახსნა მომავალი წლისთვის გადაიდო

ნოემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სპორტულ კომპლექსში დარჩენილი სამუშაოები 2019 წლის პირველ კვარტალში დასრულდება და ობიექტი, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულისთვის გაიხსნება", - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ მიაწოდა. სიმონ გულედანის განცხადებით, საჭირო გახდა ახალი ტენდერის გამოცხადება დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად. 

"სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს მიმდინარე წლის ბოლოს და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამუშაოებს 2019 წლის პირველი კვარტალი დაეთმობა. მანდ დასაგებია იატაკი, სტანდარტები შეცვალეს. ვინილის ნაცვლად ხის იატაკი დაიგება. კანადურ კომპანიას რაც შეეხება, რომელმაც წინა ტენდერში გაიმარჯვა, სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობა არ დაუსრულებია და მაგ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ცხადდება ის ტენდერი, რომელზეც გესაუბრეთ", - აცხადებს სიმონ გულედანი.

აღნიშნული ობიექტის გახსნა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კანადურმა კომპანიამ ვადის გაგრძელება დამკვეთ უწყებას რამდენჯერმე სთხოვა. სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტკომპლექსის გახსნა მომავალი წლის ზაფხულს აღარ გადასცდება.

Read 460 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი