კარლ ჰარცელი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბარიერების აღმართვა მიუღებელია

ნოემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხდებოდა და ამ დღეებშიც ხდება, ვგულისხმობ ბარიერების აღმართვას", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრი მედოევს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

"რთულია მათ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენი პოზიცია არის გაცხადებული და უცვლელი – ევროკავშირი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის რაც ხდებოდა და ამ დღეებშიც ხდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ვგულისხმობ ბარიერების აღმართვას“, - განაცხადა არლ ჰარცელმა.

Read 493 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი