საგამოფენო სივრცის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ნოემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესაუბრა. 

“ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. რაღაცები სჭირდებათ, უნდა მოიმარაგონ. ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება და შემდეგ უკვე სრული ტემპით დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა თავზარაშვილმა

პროექტი ღირებულება, რომელიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა, 2 მილიონ 100 ათასი ლარია. აქედან, მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი დაახლოებით 300 000 ლარია, 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი კი უწყებამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. 

პროექტის ფარგლებში მოხდება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, 4 500 მეტრი სიგრძის ველობილიკი (ველო გაქირავების ადგილები), ველოპარკინგის 5 სივრცე და 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

Read 645 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი