გარემოვაჭრეებს საქონელზე ქლორიანი წყალი გადაუსხეს - შსს-მ საქმე აღძრა

ნოემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კომერციული ფართის მეპატრონესა და გარემოვაჭრეებს შორის მორიგი დაპისრიპირება მოხდა - ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გორის პოლიცია იძიებს.

ჭავჭავაძის კუთხესთან გარემოვაჭრეებს კომერციული ფართის მეპატრონე საქონლის რეალიზაციას უშლის - სიტუაცია მხარეებს შორის უკვე დიდი ხანია დაძაბულია. 

არსებული ინფორმაციით, მეპატრონემ დღეს ერთ-ერთ გარემოვაჭრეს მისი ფართის წინ გაშლილ საქონელზე ქლორიანი წყალი გადაუსხა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. 

"ყველანაირად გვავიწროებს. უნდა, რომ აქედან გაგვყაროს. ორ დღეში ერთხელ პოლიციას იძახებს, რომ მაგათი ძალით მაინც გაგვაგდოს აქედან", - ამბბობენ გარემოვაჭრეები. 

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაპირისპირებული მხარეები, გამოკითხვის მიზნით, სამმართველოში წაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Read 2081 times Last modified on Last modified on ნოემბერი 10 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი