Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 12:08

გამყოფ ხაზთან მცხოვრები 1200 სტუდენტი სახელმწიფომ დააფინანსა

Rate this item
(0 votes)

"4 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები 1200 სტუდენტი დააფინანსა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა თითქმის 3 - ჯერ გაიზარდა.

"ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას დაუფინანსებს. ეს წლების განმავლობაში ხორციელდება და სასიხარულოა, რომ ბოლო ოთხი წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 1139 times